პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საარჩევნო ცვლილებათა პაკეტი მიიღო, რომელიც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციას სწორედ ახლა ეძლევა შანსი, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღოს.