ერევანში, რუსეთის საელჩოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, დიპლომატიური მისიის შენობასთან შეკრებილი მომიტინგეები რუსულ მხარეს ყარაბაღში სიტუაციის მოსაგვარებლად საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, დღეს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ. ერევანმა აზერბაიჯანის ქმედებები ყარაბაღის წინააღმდეგ მორიგ აგრესიად შეაფასა.