რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ოქტომბერში პეკინში გაიმართება. ამის შესახებ ნიკოლაი პატრუშევმა მოსკოვში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. პატრუშევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ჩინეთთან კავშირების განვითარება სურს. ცნობისთვის, პუტინი ჩინეთში ჩასვლის შემთხვევაში ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.