პარლამენტი კენჭისყრის გზით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს დღეს ჩააგდებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით წარადგინა. მან კოლეგებს მოუწოდა, რომ პროექტს კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირონ. ოპოზიციონერი დეპუტატები კი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროპელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევის მცდელობად აფასებენ. რას აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები და რა პასუხი აქვს მმართველ პარტიას მეტ დეტალს ჩვენი ჟურბალისტი მაგდა ბლუაშვილი საკანონმდებლო ორგანოდან გაგვაცნობს.