აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. უწყებაში განმარტავენ, რომ დარტყმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ხორციელდება. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი რეგიონში მიმდინარე დაპირისპირებას მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგ ფართომასშტაბიან აგრესიას უწოდებს. სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის. რა ვითარებაა ახლა მთიან ყარაბაღში ბექა ბერიაშვილის სიუჟეტში ვნახავთ.