აშშ-ისა და ეროვნული ბანკის მხრიდან საქართველოს ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეხმაურებიან. მმართველ პარტიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ეროვნულ ბანკს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საკითხს ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი მიუძღვნა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ფსბ-ს აგენტების წრე გაცილებით უფრო დიდია. რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები