ცნობილია დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები. გარდაცვლილთა მეზობლები აცხადებენ, ოჯახი დოლიძის 27 ნომერში საცხოვრებლად ახალი გადასული იყო. მათივე ცნობით, ქვედა სართულიდან ქალის ტირილი გაიგეს, ამის შემდეგ კი იარაღიდან ოთხჯერ გასროლის ხმა იყო. აღნიშნულ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, რადგან ბრალდებული მოქმედი პოლიციელია. უწყების განმარტებით, მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. ამ საქმის დეტალებს ზუსტად 1 საათში გაგაცნობთ.