აზერბაიჯანულმა ჯარმა, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მოტივით, "ანტიტერორისტული ღონისძიებების" დაწყების შესახებ განაცხადა. მთიან ყარაბაღში უკვე ისმის საჰაერო განგაშის სიგნალი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყარაბაღში ინტენსიურად იბომბება სომხური ძალების პოზიციები. რა ვითარებაა ადგილზე და რას აცხადებენ დაპირისპირებული მხარეები.