ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, საქართველოში გერმანიიდან ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები ჩამოვიდნენ. ტურების ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ქართულ ღვინოებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს. ვიზიტის შემდეგ, მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები გერმანულ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგებზე გავრცელდება.