საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, კომპანიას 226 496 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი შეუქმნეს. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.