UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა რომან დოლიძემ იუთუბის საკუთარ არხზე მომავალ მეტოქეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია მის მოწინააღმდეგეებად ჯარედ კანონიერსა და რობერტ უიტეკერს განიხილავს.
რომანს ჩხუბი დერეკ ბრანსონთან უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ვეტერანმა ამერიკელმა მატჩამდე ერთი თვით ადრე UFC-დან წავიდა. ქართველი სპორტსმენის თქმით, ორივე მებრძოლთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერ გარკვეული არაფერია.
დოლძემ აღნიშნა, რომ რობერტ უიტეკერს მომავალ წლამდე ჩხუბი არ სურს, თუმცა თუ ჯარედ კანონიერი მატჩს დათანხმდა, ჩხუბი წელსვე შედგება.
შეგახსენებთ, რომ დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფება. ბოლო მატჩში ქართველი მარვინ ვეტორისთან საკამათოდ დამარცხდა, თუმცა კარგი ჩხუბის გამო ორგანიზაცია მაინც რეიტინგში მის წინ მდგომ სპორტსმენებს სთავაზობს.