პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში - Palitra News

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში

2023-09-19 10:05:07+04:00

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მისი თქმით, ზრდა კვლავ მაღალია და 2023 წლის იანვარ-ივლისში 7.2% შეადგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში.