ინდოეთში მომაკვდინებელი ვირუსი ნიპა გავრცელდა. ქვეყნის სამხრეთში მის შეჩერებას ცდილობენ და მოსახეობის მასშბაბურ ტესტირებას იწყებენ. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსის შედეგად კერალას შტატში 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ახალ ვირუსს ახასიათებს ცხელება, ღებინება და რესპირატორული ინფექციები. მძიმე შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვის კრუნჩხვები, თავის ტვინის ანთება და ასევე კომა. ექიმების ცნობით, ვირუსი მარტივად გადამდები არაა, თუმცა, სიმპტომებიდან გამომდინარე, ის იმდენად რთული გადასატანია, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა იღუპება. ამ დროისთვის შტატში დახურულია სკოლები, სახელმწიფო შენობები და რელიგიური დაწესებულებები. ასევე შეწყვეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.