უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ზელენსკის განცხადებით, ის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს კონკრეტული წინადადებით მიმართავს. გარდა ამისა, დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრები შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, ზელენსკი ასევე შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობასაც შეხვდება.