უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განცხადა, რომ მთავრობასთან არსებულმა „ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ“ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი უკვე მოიწონა. კობახიძემ აღნიშნა, რომ მას საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. სამთავრობო გუნდის ცნობით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი ვენეციის კომისიას მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება.