“ქართული ოცნება" ეროვნულ ბანკს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდმარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციას სრულად ეწინააღმდეგება, როდესაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ეროვნული ბანკი მტკიცებულებების გარეშე საბანკო აქტივებზე წვდომას უზღუდავს. მმართველი პარტიის წევრები ყურადღებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზეც ამახვილებენ და ამბობენ, რომ როდესაც საქმე საქართველოს მოქალაქის სანქცირებას ეხება, სახელმწიფო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოქმედებს. რაც შეეხება ფარცხალაძის სანქცირებაზე პრეზიდენტის პოზიციას -მმართველ პარტიაში სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის წაკითხვისა და განცხადებების დროს მეტი თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ.