უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ქვეყნის სავაჭრო წარმომადგენლის, ტარას კაჩკას განცხადებით, კიევი საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანს. მისივე თქმით, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის არის მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ევროკავშირში იმპორტით უნდა დაიშვას. აღნიშნული ქვეყნები უკრაინული პროდუქციის იმპორტზე საკუთარი შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ.