ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ შეტანილ სარჩელზე მოსმენა დაიწყო. საქმეში აღნიშნულია, რომ მოსკოვმა შარშან, უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გენოციდის კონვენცია ბოროტად გამოიყენა. ასევე ხაზგასმულია, რომ თავდასხმა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში გენოციდის აქტების შესახებ ცრუ-განცხადებებს ეფუძნებოდა. ჰააგის სასამართლოში რუსი იურისტების გუნდის ხელმძღვანელმა, გენადი კუზმინმა 16-მოსამართლიან კოლეგიას განუცხადა, რომ აღნიშნული საქმე პროცესის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს და ის უნდა განადგურდეს.