დღეიდან, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებების საკომიტეტო განხილვა ოფიციალურად დაიწყო. დეპუტატებმა აღნიშნული ცვლილებები ჯერ საპროცედურო საკითხთა, შემდეგ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებები ევროკავშირის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს, რეალურად, პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეზღუდავს.