სუს-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედებს პირთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის“ მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანიც ხელისუფლების „ძალადობრივი გზით შეცვლა“ იქნება. უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ორგანიზატორები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები არიან. სუს-ის ამ განცხადებას ოპოზოცია რუსული პროპაგანდის გავრცელებად, ხელისუფლება კი ოპოზიციის მხრიდან „დესტაბილიზაციის მცდელობად“ აფასებს.