„როიტერის“ ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დეკემბრის შემდეგ ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება პირველად ჩაიტანა. ამავე ინფორმაციით, დახმარება ერთდროულად ორი გზით – სომხეთიდან ე.წ. ლაჩინის დერეფნით და აზერბაიჯანიდან აღდამის გავლით ჩაიტანეს. ჰუმანიტარული ტვირთი ფქვილსა და პირველადი საჭიროების მედიკამენტებს მოიცავდა. სომხეთი, უკვე რამდენიმე თვეა, აზერბაიჯანს ყარაბაღის ბლოკადაში ადანაშაულებს. ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი ე.წ. ლაჩინის გზით სომხეთიდან ყარაბაღში ტვირთების გატარებას აფერხებს, რაც რეგიონში ჰუმანატარული სიტუაციის სერიზულ გაურესებას იწვევს. ბაქოში ბრალდებას უარყოფენ. მათი მტკიცებით, ჰუმანიტარული დერეფნების აღდგენის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ პირველ სექტემბერს შედგა. ბაქო ამ შეთანხმების შესრულების გაჭიანურებაში ყარაბაღელ სეპარატისტებს ადანაშაულებს.