ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, პაველ მურავეიკო ოპონენტებს მიმართავს. მისი თქმით, იმის შემოწმება, იციან თუ არა ბელარუსებმა ბირთვული იარაღის პრაქტიკაში გამოყენება არ ღირს. მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციისგან ბირთვული იარაღის მიღებამდე ბელარუსმა სპეციალისტებმა რუსეთში ტრენინგის სრული კურსი გაიარეს, რეალურ და საწვრთნელ ობიექტებზე აქტივობები შეიმუშავეს და იარაღის გამოყენებისთვის შესაბამისი შესაძლებლობაც მიიღეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ დოკუმენტებს ხელი მაისში მოაწერეს. ვლადიმერ პუტინმა მალევე განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღის ნაწილი უკვე ბელარუსშია.