უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თანამდებობა რეზნიკოვის ხუთ მოადგილეს დაატოვებინეს. შეგახსენებთ, რომ რადამ ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 5 სექტემბერს დაუჭირა. მისი გათავისუფლების ინიციატივით ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. თავდაცვის ახალ მინისტრად რუსტემ უმეროვი დაინიშნა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში თავდაცვის მინისტრი პირველად შეიცვლა.