პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება იყო. საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა გამოასწოროს ის შეცდომა, რაც დაუშვა და დაუყოვნებლივ მისცეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ლასლო კოვერის თქმით, საქართველო იმსახურებს არამარტო ევროკავშირის არამედ ნატოს წევრობასაც.