პარლამენტმა დღეიდან ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა. დეპუტატებმა აღნიშნული ცვლილებები ჯერ საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე შემდეგ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ცვლილებები რეალურად ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ოპოზიციონერი დეპუტატები კი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ხედავენ. რა განცხადებებს აკეთებენ დეპუტატები.