ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ავტოპარკი სრულად განაახლა. 37-ი ერთეული „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის და 22-ი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში განაწილდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდში ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები გაიზარდა და ასევე სატყეო ინფრასტრუქტურა განვითარდა.