საუდის არაბეთში გამართული ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ლაშა ტალახაძემ თავის მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული კვლავ 3 ოქროს მედლით შეინარჩუნა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უძლეველია. ტალახაძემ ატაცში 208, 215 და 220 კგ. დაძლია და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!
ასევე საუკეთესო გამოდგა აკვრაში დაძლეული 245 და 253 კილოგრამითაც და კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა. გარდა ამისა, ორჭიდში 473 კილოგრამიც ოქროს მედლის მომტანი გახდა!
შედეგად, ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა!