ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე თანამედროვე პირობებში ომი არ იქნება.
„მიმართავ ბელარუსებს დღეს, როგორც პრეზიდენტი და მთავარსარდალი, მინდა დაგარწმუნოთ: ჩვენ არ გვინდა ომი და არც ვიომებთ. ბელარუსის ტერიტორიაზე, თანამედროვე პირობებში, ომი არ იქნება, რადგან ეს შეუძლებელია", - აღნიშნა ლუკაშეკომ.
მისი მტკიცებით, ბელარუსები „ყველაზე მშვიდობისმოყვარე ერია დედამიწაზე“.„პოლონელებმა, ლიეტუველებმა, ლატვიელებმა, უკრაინელებმა უნდა გაიგონ: ჩვენ ვართ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ერი დედამიწაზე. არავის ვემუქრებით, არ ვემუქრებით ატომური იარაღით, ან რამე ქვედანაყოფებით – „ვაგნერით“ და ა.შ.", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, მისი თქმით, „თუ ღმერთმა არ ქნას და რამე მოხდა", ბელარუსები საკუთარ მიწას "ბოლო ჯარისკაცამდე და ბოლო ბელარუსამდე დაიცავენ".