ზედიზედ მეშვიდედ - ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 253 კილოგრამი. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 473 კილოგრამი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.