სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ. ფაშინიანის თქმით, რაც უფრო ჭიანურდება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, ეს მით უფრო უარესია სომხეთისთვის პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. სომხეთის პრემიერი მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი სამიტის გამართვის შესახებ ერდოღანის შეთავაზებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკითხი მთლიან სურათში უნდა იქნეს განხილული.