უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე თვე მნიშვნელოვანი საგარეო და შიდა მოვლენებით იქნება დატვირთული. მისი თქმით, უკრაინაში იგეგმება თავდაცვითი ინდუსტრიათა ფორუმის გამართვაც, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 21 ქვეყნიდან 89 წამყვანი კომპანია მიიღებს. ზელენსკის თქმით, ფორომი ხელს შეუწყობს უკრაინას მსოფლიო წესრიგის დაცვაში მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას.