თურქეთი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს მთიანი ყარაბაღის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრის ჩატარებას სთავაზობს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზე არც ნეგატიური და არც პოზიტიური პასუხი თურქულ მხარეს არ მიუღია. მისი თქმით, ინიციატივის მიზანია, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ არა გარე ქვეყნები, არამედ იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებსაც ყარაბაღის კონფლიქტი პირდაპირ ეხება.