ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ფულის მიზნობრივი ხარჯვის პროცესისა და პროექტების დასრულების კონტროლისთვის - რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩი იმყოფება. ვოლვაჩის ვიზიტს ადგილობრივი მედია - „რევიზორის ვიზიტს “ უწოდებს, რადგან მან ცხინვალში ე.წ. გაბერილი შტატების შემცირება უნდა დააორგანიზოს და რუსული ფული უნდა დაზოგოს. ოსური მედიის ცნობით, ვოლვაჩი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ალან გაგლოევს შეხვდა და მასთან პრობლემატური საკითხები განიხილა. დიმიტრი ვოლვაჩი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება როკის გვირაბთან მოწყობილი ე.წ საზღვრის და გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის საკითხს დაეთმობა.