უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვებს დააწესებენ, კიევი „ცივილიზებულ პასუხს“ გასცემს. ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე არსებული შეზღუდვები მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა და იმ ქვეყნებზეც ისაუბრა, რომლებმაც ამ მიმართულებით ინდივიდუალური წესით დააწესეს შეზღუდვები.