ირანის ხელისუფლებამ ერთი წლის წინ მოკლული 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მამა დააკავა. ამჯად ამინი 16 სექტემბერს მისი სახლის წინ დააკავეს და თავის მშობლიურ ქალაქ საყეზში დაკითხვაზე გადაიყვანეს. მედიის ცნობით, დაკავებულს განუცხადეს, რომ დღეს მისი ოჯახის წევრებს სახლის დატოვების უფლება არ აქვთ. გასულ წელს ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა. გოგონა ირანის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც მაჰსა 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით დემონსტრაციების დროს ქვეყანაში 500-ზე მეტი პირი მოკლეს, დააკავეს ათასობით ადამიანი, ბევრს კი პატიმრობა მიუსაჯეს.