საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ამერიკის მიერ მის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ ეთანხმება. ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთ არხს განუცხადა რომ რეალურად ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. ამის პარალელურად ოპოზიციონერი დეპუტატები გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ შესაძლოა დასანქცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. ფარცხალაძის დასანქცირების საკითხს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც გამოეხმაურა. რა განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ და რა შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციონერი დეპუტატები.