პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, მოპოვებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დანაშაული 12-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.