საქართველოს კინოაკადემიაში, კინორეჟისორ გოგი თორაძის ახალი, მხატვრულ-დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმის - "სამეფო თამაშის" - პრემიერა გაიმართა. ფილმი ჭადრაკის ისტორიას მოგვითხრობს და იმ უნიკალურ საარქივო მასალებს მოიცავს, რომელიც ქართული ჭადრაკის ისტორიის ქრონოლოგიაზე გვიყვება. რეჟისორის თმით, კადრები ჭადრაკის ლეგენდების განვლილ გზას ასახავს. ღონისძიებას ძველი და ახალი თაობის მოჭადრაკეები ესწრებოდნენ.