ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირების შემდეგ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი პირველ კომენტარს აკეთებს. ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთ არხს განუცხადა რომ რეალურად ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. ამის პარალელურად ოპოზიციონერი დეპუტატები გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ შესაძლოა დასანქცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. კიდევ რა განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ და რა შეფასებებს აკეთებენ ოპოზიციონერი დეპუტატები