ქართული ოცნების მიერ, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მზადების პარალელურად, მსგავს პროცედურას ოპოზიცია, პრემიერის წინააღმდეგ იწყებს. პარტია „ ლელომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება რამდენიმე დღეა დაიწყო. ოპოზიცია ამბობს, რომ განცხადება თითქოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი ირაკლი ღარიბაშილის პენსიონერმა მამამ დააფინანსა აბსურდია და მთავრობის მეთაურის კორუფციული საქმიანობის გადაფარვას ემსახურება. ქართული ოცნება კი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტზე საუბარი სპეკულაციაა და მსგავსი ინიციატივა ოპონენტები სხვა თემების გადასაფარად წამოწიეს.