პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა რამდენიმე დღეში ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში საუბარი მარცვლეულზე შედგება. ანჯეი დუდას ინფორმაციით, პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის საკუთარ ბაზარზე გაყიდვით დაინტერესებული არაა. დუდა ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი უკრაინის დახმარებას ცდილობს, თუმცა საკუთარი ბაზარიც უნდა დაიცვას.