სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის პროვინციაში საზღვართან სომხეთის სამხედრო პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს. აზერბაიჯანული მხარე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნას უარყოფს და გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბულობა ბოლო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდა. ქვეყნების სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებებზე ინფორმაცია გასულ კვირებში რამდენჯერმე გავრცელდა.