დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზღვის სანაპიროზე დასუფთავების აქცია ჩატარდა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს. დასუფთავების საერთაშორისო კამპანია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით 1993 წელს დაფუძნდა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.