მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში 400 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მანვე აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი ალტერნატიულ სკოლაშია გადაყვანილი და არცერთი მოსწავლე სკოლის გარეთ არ დარჩენილა. მშობლები კი ისევ პრობლემებზე საუბრობენ, ისინი სკოლისთვის ახალი შენობის გამოყოფას ითხოვენ.