ძლიერი წყალდიდობიდან 5 დღის შემდეგ, ლიბიაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 6-დან 11000-მდე მერყეობს, მაშველები ათასობით დაკარგულ ადამიანს ეძებენ. დამხმარე ჯგუფები გადარჩენილებს შესაბამის დახმარებას უწევენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, სულ მცირე 30 000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტო დაბინძურებული წყლისგან დაავადებების გავრცელების მაღალ რისკზე საუბრობს.