ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშტაბის ცნობით რუსულმა ძალებმა შაჰედის 22 დრონი გამოიყენეს, რომელთაგანაც 17 უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. უკრაინული ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 2 სარაკეტო და 59 საჰაერო შეტევა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი 56-ჯერ ისროლეს. გენშტაბის ცნობით, ფრონტის ხაზზე 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა. დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა რუსული ძალების სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს. გენშტაბის განცხადებით, ანდრეევკას დაბრუნება კოორდინირებული თავდასხმის ოპერაციების შედეგად მოხდა.