არასამთავრებო ორგანიზაციები საქართველოს მხრიდან ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს აფასებენ. ღია ფონდის ორგანიზებით 8 არასამთავრებო ორგანიზაციამ ამჯერად შეფასების ბოლო დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად სრულად შესრულებულია მხოლოდ ერთი პუნქტი და კვლავ შეუსრულებელია ორი რეკომენდაცა, რომელიც დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციას გულისხმობს. არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივნისში წარდგენილ შეფასებასთან.