ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე ხელისუფლება განმარტებას აკეთებს. მმართველი პარტია ამბობს, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ხელისუფლებასთან კავშირი 10 წელია არ აქვს და ის სანქცირებულია როგორც კერძო პირი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი შეფასებით, ფარცხალაძის დასანქცირება პირდაპირი გზავნილია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ყველა ის პირი, ვინც პუტინის რეჟიმს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება, მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება. რას აცხადებენ პოლიტიკოსები.