ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან და მის გუნდთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება - ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული და მიზეზი აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და მისი არმოცემა „ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნება”.
„გუშინ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ. ასევე, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან და მის გუნდთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმ კვირაში, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ეს პროცესი ჩაიხურება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. მიზეზი არ არის და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა, რასაც არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს! მითუმეტეს, იმ ქვეყნებთან მიმართებით - უკრაინა მოლდოვასთან შედარებით. ყველამ ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. არავის ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონშია და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რასაც ჩვენმა გუნდმა მივაღწიეთ”,- განაცხადა პრემიერმა.