ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრის დროს, სხდომათა დარბაზში არ შევლენ. პარტიული შეკრების შემდეგ ითქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ ფრაქციის წევრებზე და არა პარტიის სიით პარლამენტში შესულ პოლიტიკოსებზე. როგორც პარტიაში ამბობენ, რუსული ოცნების თამაშებში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.